четверг, 8 мая 2014 г.


ღონისძიება - პრეზენტაცია
                    "9 აპრილიდან   
                               9   აპრილამდე"


          25 წლის წინ, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. მაშინდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.
           1989 წლის 9 აპრილი არ მოხდებოდა, რომ არ ყოფილიყო გორბაჩოვის მიერ დაწყებული ლიბერალიზაციის პროცესი - „გლასნოსტადდაპერესტროიკადმონათლული. სწორედ მარწუხების მოშვებამ მისცა სტიმული საბჭოთა კავშირში არსებულ დისიდენტურ მოძრაობას შედარებით თავისუფალი მოქმედების საშუალება. გამოცოცხლდა იატაკქვეშ არსებული დისიდენტური ორგანიცაზიები და მათი ბეჭდვითი ორგანოები, გახშირდა მიტინგები, დემონსტრაციები. ამ საერთო საკავშირო ფერხულში თავისი საპატიო, ანგარიშგასაწევი ადგილი საქართველოს სხვაგვარად მოაზროვნე ორგანიზაციებმაც დაიკავეს.
        ამ ტრაგედიის ფესვები უნდა ვეძებოთ მე-18 საუკუნის  80-იან წლებსი, როდესაც ერეკლე მეორემ გამოსავლის ძიებაში ქართლის ბედი რუსეთს დაუკავშირა და ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს. რუსეთი უნდაყოფილიყო ჩვენი ხსნა, სინამდვილეში აღმოჩნდა ჩვენი უბედურება. .. ჩვენნმა ქრისრიანმა მეგობარმა, დაგვინგრია ეკლესიები , წაგვართვა ენა, ჩაკლა ჩვენში თავისუფალი სული, დაგვაკარგვინა დამოუკიდებლობა, გაგვანადგურა ფიზიკურად. ჩვენ  დაუცველები აღმოვჩნდით ძლიერი მტრის წინააღმდეგ  და არც მსოფლიო გამოხმაურებია ჩვენს ტრაგედიას .მაგრამ ახლა  9 აპრილს დაღვრილმა სისხლმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. კიდევ ერთხელ შეახსენა საერთაშორისო საზოგადოებას საბჭოთა რეპრესიული მანქანის ნგრევის აუცილობლობაზე, საბჭოთა სისტემის დაშლაზე. მიუხედავად იმ პროპაგანდისა და ტყუილისა რაც ვრცელდებოდა საბჭოთა პრესაში, ხელისუფლებამ მაინც ვერ შეძლო ტყუილით სიმართლის გადაფარვა. 9 აპრილმა გააღრმავა ხალხში არსებული ანტისაბჭოური განწყობა, საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის სურვილი, დამოუკიდებლად არსებობის აუცილებლობა. ძალაუფლება ეროვნული მოძრაობის ხელში აღმოჩნდა.
  1989 წლის აპრილიდან, 1990 წლის შემოდგომამდე პერიოდს, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ორხელისუფლებიანობა. 1990 წლის შემოდგომით გაიმართა მრავალპარტიული საყოველთაო არჩევნები, რაც პირველი მერცხალი იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ხალხმა მხარი დაუჭირა პარტიათა კოალიციას, „მრგვალი მაგიდისსახით და მის ლიდერს ზვიდ გამსახურდიას, რომელიც უზენაესმა საბჭომ თავმჯდომარედაც აირჩია და  1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა.



9 აპრილს დაღუპულთა სია

9 აპრილის ამ სისხლიან და ტრაგიკულ ღამეს 21 ადამიანი საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირა
1. ადამია აზა, 22 წლის
2. ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის
3. ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის
4. გიორგაძე ნატო, 23 წლის
5. დოლიძე თამუნა, 28 წლის
6. ენუქიძე თინა, 70 წლის
7. თოიძე ნინო, 25 წლის
8. კიკვიძე ზაირა, 61 წლის
9. ლოლაძე მანანა, 33 წლის
10. მამულიშვილი თამარი, 50 წლის
11. მეტრეველი ვენერა,
12. ნოზაძე მამუკა, 22 წლის
13. სამარგულიანი ნანა, 41 წლის
14. ქვასროლიაშვილი შალვა,
15. ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის
16. ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის
17. ჭოველიძე თამარი, 16 წლის
18. ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის
19. ჯინჭარაძე მზია, 43 წლის
20. მელქაძე მანანა 23 წლის
21. ქარსელაძე გია 25 წლის









                        9 აპრილის ისტორიული კადრები




                          ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები

                                                            9 აპრილის სიმღერა



9 აპრილის ტრაგედია  საბჭოთა პროპაგანდა "ВРЕМЯ" და ობიექტური "ВЗГЛЯД"


                              საბჭოთა პროპაგანდა 1989 წლის 16 აპრილი




Комментариев нет:

Отправить комментарий